
ოცდაათს გადაცილებული რენე დადიანი, რომელსაც გაცვეთილი ქურთუკი აცვია და დაბნეული, ნერვული მზერა აქვს, რჩევისთვის ექიმთან მიდის. არა, თავიდანვე აფრთხილებს, ის აქ არ მოსულა, როგორც პაციენტი. მხოლოდ ერთი კითხვა აწვალებს: როგორ შეცვალოს საკუთარი ცნობიერება წარმოსახვის გასაუმჯობესებლად? "ამისთვის ფსიქოანალიზის მხოლოდ ერთი ფორმა არსებობს", პასუხობს ექიმი, "ამ შემთხვევაში გონება მხოლოდ ხელს უშლის ადამიანს. დაივიწყე რეალობა და ფიქრი სასურველისკენ მიმართე". რენე, კინოსკოლის ლექტორი, ამ თეორიის განხორციელებას იწყებს.
წელი: 2011
რეჟისორი: ალეკო ცაბაძე
როლებში: ნიკა თავაძე, ზურა ბეგალიშვილი, მიშა გომიაშვილი, ნიკო გომელაური
სტუდია:
_______________________________________________________________________________________________________________________ნიკო... აპლოდისმენტები/HD

დოკუმენტური ფილმი ნიკო გომელაურის ცხოვრების შესახებ.
წელი: 2011
რეჟისორი: გიორგი ბერიძე
როლებში: ზურა ყიფშიძე, ნინა ჩორდიშვილი
სტუდია: Sensus Productions
_______________________________________________________________________________________________________________________ჭამა და სექსი/HD

ფილმი შედგება ნოველებისგან, რომლებიც ეხება ყველაზე მთავარ ადამიანურ ინსტინქტებს, ჭამას და სექსს. ყველა ნოველა დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, სრულიად ახალი კუთხით ასახავს თანამედროვე ქართულ ყოფით რეალობას და ძალიან ღრმა და ამავდროულად თბილი, თუმცა უკომპრომისო იუმორით ახასიათებს ქართული ოჯახებისა და შეყვარებული წყვილების ურთიერთობებს.
წელი: 2011
რეჟისორი: გიორგი ლიფონაცა, სცენარი: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე და ქეთი დევდარიანი
როლებში: ვანიკო თარხნიშვილი, ნელი აგირბა, დიმა ტატიშვილი, გია ცინაძე, თემიკო ჭიჭინაძე, ეკა ამირეჯიბი, ანი ტყებუჩავა, ლევან ყოჩიაშვილი, სალომე კოკუაშვილი, ნიკა წერედიანი, სოფო სებისკვერაძე, შორენა ბეგაშვილი, გიორგი ყველაშვილი, პალიკო ნოზაძე, ეკა ქართველიშვილი, გიორგი ვარდოსანიძე, ქეთი ჩაჩუა, თიკო ბედიანაშვილი, ქეთი კანთიძე, თამთა ცხვიტავა და სტეფანე მღებრიშვილი
სტუდია: ფორმულა კრეატივი
_______________________________________________________________________________________________________________________ერთხელ შუა ქალაქში/HD

სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში ლუვრიდან ჩამოტანილი ბრილიანტია გამოფენილი, ამ დროს ქარვასლაში იმყოფებიან შუა ქალაქის გმირებიც. ისინი აქ სხვადასხვა მიზნით მოვიდნენ, მაგრამ ყველას ერთად მოუწევს ბრილიანტის გადარჩენა რომელსაც ბოროტმოქმედები გაიტაცებენ. ამ თავგადასავალის დროს დათო ახალ სიყვარულს იპოვნის.
წელი: 2011
რეჟისორი: გოჩა კორხელაური, დათო ჭაბაშვილი
როლებში: გოგა ბარბაქაძე, ოთარ ტატიშვილი, მაიკო დობორჯგინიძე, თამუნა ნიკოლაძე, თათული ედიშერაშვილი, კახა ჯოხაძე, ბაჩო ქაჯაია, მარიამ ჯოლოგუა, სალომე ჭულუხაძე, ჯაბა კილაძე.
სტუდია:
_______________________________________________________________________________________________________________________ოცნების ქალაქი/HD

თუკი სასიყვარულო ოცნება ახალი წლის ღამეს არ ახდება, ნუ იდარდებთ, წინ ვალენტინობის დღესასწაულია! ამ მარტივ ჭეშმარიტებაში ადვილად დაგარწმუნებთ სანდროსა და ნინის სიყვარულის ისტორია, რომელიც თანამედროვე თბილისის ერთ ერთ ღამის კლუბში გათამაშდება.
წელი: 2010
რეჟისორი: დავით იმედაშვილი
როლებში: არჩილ სოლოღაშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, შორენა ბეგაშვილი, პაატა პაპუაშვილი, დუტა სხირტლაძე, ეკა კახიანი, გოგა ბარბაქაძე, რუსკა მაყაშვილი, გვანცა დარასელია, ანნა იმედაშვილი, ჯგუფი "მგზავრები" პროდუსერები: დავით იმედაშვილი, ნინო გამრეკელი
სტუდია: DISPICTURES
_______________________________________________________________________________________________________________________რაც ყველაზე ძალიან გიყვარს/HD

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს
წელი: 2008
რეჟისორი: გიორგი ლიფონავა
როლებში: ვანო თარხნიშვილი, ანა სანაია, ზურა გაჩეჩილაძე, ნიკა რამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი კალანდაძე, გია ცინაძე, ნათია წიწილაშვილი, თაკო აბაშიძე, ნინო მუმლაძე, ადელინა გოუგაძე, დევი დევიძე, დიმიტრი ტატიშვილი, ვასილ ოდიშვილი, გუგა კახიანი
სტუდია: ფორმულა კრეატივი
_______________________________________________________________________________________________________________________რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2/HD

საახალწლო ფილმი სიყვარულზე და ბიჭების და გოგონების ურთიერთობაზე. ნოდარს და ნუნუკას ნიშნობა აქვთ, მაგრამ როგორც ჩანს ნოდარი საერთოდ არ იცნობს ქალებს, როგორები არიან ისინი, და უნდა დაუმალო თუ არა მათ საკუთარი წარსული. დოლჩეს შესაბმელად თიკუნა სიურპრიზს ამზადებს და მკერდის გადიდების ოპერაციას იკეთებს. მყუდროც შეყვარებულია და არ იცის, როგორ აუხსნას სიყვარული ელენეს, მეთოდი კი, რომელსაც ის მოიფიქრებს, ათას თავსატეხს გაუჩენს. ნიკა და ნინი ბავშვს ელოდებიან, ფეხმძიმე ნინის კი ყოველ წამს სჭირდება სიყვარულის და ერთგულების მტკიცება. ბავშვს ელოდებიან ნატა და რობიკოც, ოღონდ რობიკოს მოლოდინი ძალიან კონკრეტულია, მას ბიჭი სჭირდება. ლაშა და თეკლა კი ახალ წელს სტუმრებს ელიან, ყველას, ვინც უყვართ და ვისაც უყვართ. ახალ წელს ხომ ყველას უნდა სიყვარულით სავსე გარემოში იყოს.
წელი: 2009
რეჟისორი: რატი რამიშვილი
როლებში: ვანო თარხნიშვილი, ანა სანაია, ზურა გაჩეჩილაძე, ნიკა რამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი კალანდაძე, გია ცინაძე, მიხეილ არჯევანიძე, თაკო აბაშიძე
სტუდია: ფორმულა კრეატივი
_______________________________________________________________________________________________________________________მედიატორი/Mediator/HD

დასაწყისში ყველაფერი თითქოს ჩვეულებისამებრ მიმდინარეობს. გვამი, პროზექტურა, პოლიცია და გამომძიებელი, რომელიც საგამოძიებო ექსპერიმენტებითა და ჩვეული კრიმინალისტიკური მეთოდების გამოყენებით მკვლელობის გამოძიებასა და მოკლულის უკანასკნელი დღეების სურათის აღდგენას ცდილობს... თუმცა ეს რთული აღმოჩნდება. როგორც გაირკვევა, მთავრი მოწმეები ჩვენების მიცემის დროს არ იყვნენ ბოლომდე გულწრფელნი...
წელი: 2008
რეჟისორი: დიტო ცინცაძე
როლებში: იუენ ბრემნერი(დიდი ბრიტანეთი), ვიქტორია ისაკოვა(რუსეთი), მერაბ ნინიძე, ნუცა კუხიანიძე, დინა კორზუნი(რუსეთი), ბურქჰარდ კლაუსნერი(გერმანია) გიორგი ნაკაშიძე, მარიკა გიორგობიანი, დათო იაშვილი, ლევან დობორჯგინიძე, მიშა მესხი, ნატა მურვანიძე, ზაზა კოლელიშვილი
სტუდია: SANGUKO
_______________________________________________________________________________________________________________________კაცი საელჩოდან/Man From the Embassy/HD

ჰერბერტ ნოიმანი უკვე რამდენიმე წელია საქართველოში გერმანიის საელჩოში მუშაობს. ფინანსური რეკომენდაციების შედგენის შემდეგ იგი უკვე რამდენი ხანია სამსახურიდან სახლში ბრუნდება და მოწყენილობას კომპიუტერული თამაშებით ებრძვის. მარტოობის დაძლევას ჰერბერტი ვერც საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელთან, ნანასთან გაბმული საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობით ახერხებს. ეს მონოტონურობა მხოლოდ მაშინ ირღვევა, როცა ჰერბერტი ბაზარში 13 წლის გოგონას - საშკას გაიცნობს. ჰერბერტისა და საშკას შემთხვევითი შეხვედრა მალე მეგობრობაში გადაიზრდება. ეს კი ეჭვს იწვევს მათ გარემოცვაში და ბადებს კითხვას - რაიმე სხვა ხომ არ იმალება საელჩოს თანამშრომლისა და ქუჩის ბავშვის გულწრფელი მეგობრობის მიღმა?..
წელი: 2007
რეჟისორი: დიტო ცინცაძე
როლებში: ლიკა მარტინოვა, ბურქჰარდ კლაუსნერი, მარიკა გიორგობიანი, დუტა სხიტლაძე
სტუდია: სანგუკო
_______________________________________________________________________________________________________________________მამაჩემის გერლფრენდი/My Father's Girlfriend/HD

ბანკის თანამშრომელთან რომანი ნანას შესაძლოა ძალიან ძვირი დაუჯდეს, იმდენივე, რამდენიც 100 000 დოლარის კრედიტის დასაფარად არის საჭირო. ზოგს ფული ჭკუას აკარგვინებს, ზოგი კი სიყვარულის გამო სამსახურს კარგავს. ჭკუადაკარგულები დიდ შარში ეხვევიან, უსამსახუროებს - ბევრი ფული სჭირდებათ. კრიმინალური ისტორია შავი იუმორით და ორიგინალური ამბით.
წელი: 2011
რეჟისორი: ნიკოლოზ ხომასურიძე
როლებში: იმედა არაბული, შორენა ბეგაშვილი, დავით ქაცარავა, სოფია სებისკვერაძე, მამუკა ლორია, ალეკო მახარობლიშვილი, ანი იმნაძე, ლია გოგიძე,
სტუდია: Double L Films
_______________________________________________________________________________________________________________________გარიგება 20 წლის შემდეგ/20 years later/HD

კახეთის ხედი სიღნაღიდან. შეთოვლილი კავკასიონი, თვალუწვდენელი ზვრები, საოცარი ალაზნის ველი, მშვენიერი სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი, მოკირწყლული ქუჩებითა და კოპნია სახლებით. მაგრამ მაინც ძველი ბირჟებით და ისევ ძველი კლუბით. მაროს შ.პ.ს. "გარიგება" დაუფუძნებია და რადგან ამ საქმეში უკვე წარმატებული შედეგები აჩვენა, მას კლიენტიც ბევრი გამოუჩნდა. კახური იუმორის ფონზე ბევრი სასაცილო სიტუაცია იქმნება. მაგრამ მიტოს გამოჩენა, საერთოდ შეცვლის სოფლის ცხოვრებას, ხოლო როგორ ჩნდება მიტო კვლავ მაროს ცხოვრებაში და როგორ გრძელდება მარო-მიტოს ახალი ეპოპეა - ამას მხოლოდ ისევ ფილმის ნახვის შემდეგ გაიგებთ!
წელი: 2011
რეჟისორი: ზაზა კოლელიშვილი
როლებში: ნანული სარაჯიშვილი, მარინა საღარაძე, რუსლან მიქაბერიძე, მამუკა ლორია, დუტა სხირტლაძე, ლელა წურწუმია, ტრისტან სარალიძე
სტუდია: sensus productions
_______________________________________________________________________________________________________________________