
ფილმი მოგვითხრობს შეყვარებულთა დახმარების ფონდის შპს „გული+“-ის ორიგინალურ ისტორიას. ორგანიზაცია უიმედოდ და უიღბლოდ შეყვარებულებს თავიანთი რჩეულების გულების დაპყრობაში ეხმარება.
წელი: 2011
რეჟისორი: ირაკლი ჩხიკვაძე
როლებში: რუსკა მაყაშვილი, გიორგი ყიფიანი, ზაზა პაპუაშვილი, თამარ სხირტლაძე, ია სუხიტაშვილი
სტუდია: ControlStudio
_______________________________________________________________________________________________________________________თბილისური Love story/HD

ფილმი, რომელშიც მსახიობებზე მეტად რეჟისორები ჩანან. 12 რეჟისორის თვალით დანახული ერთი მარტივი თბილისური ამბავი, რომელსაც იწყებს ერთი და ამთავრებს მეთორმეტე რეჟისორი. იცვლებიან რეჟისორები და მსახიობები, იცვლება ჟანრი. რამდენი მსახიობიც არის, იმდენი მთავარი როლია. ფილმში ჩართულნი არიან აგრეთვე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ქართული საზოგადოების სახეს ქმნიან.
წელი: 2009
რეჟისორი: ირაკლი ჩხიკვაძე
როლებში: პროექტში მონაწილეობენ რეჟისორები: ვასკა ქართველიშვილი, გიორგი მასხარაშვილი,მიშა აფხაზავა, თორნიკე ბზიავა, გიორგი ლიფონავა, დავით ბორჩხაძე, დავით უჯმაჯურიძე,ქეთი მაჭავარიანი, თაკო შავგულიძე, კოტე თაყაიშვილი, ნიკა ახვლედიანი,ნიკა მაჩაიძე მსახიობები: თამარ ბზიავა, ვანო თარხნიშვილი, ნინი ქარსელაძე, ნატო მურვანიძე, გივი ბერიკაშვილი, ქრისტინე იმედაძე, გიორგი ყიფშიძე, კახა კინწურაშვილი, კახი კავსაძე, ნინი ვარძიაშვილი, ნია გრძელიძე, ნინო ქორიძე, სონა აბაშიძე, ზვიად ემირიძე, ლელა გუნდიშვილი, გოგა ბარბაქაძე, ნინი ბადურაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა), ანი იმნაძე, ირინა ჟორდანია, თორნიკე ბზიავა, ნუცა კუხიანიძე, მაკა შალიკაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ია სუხიტაშვილი
სტუდია: კონტროლზტუდიო
_______________________________________________________________________________________________________________________იდიოტოკრატია/HD

საქრთველოს სახელმწიფო დეზინფექციის მინისტრ გოგას, სასტუმროში პაემანი აქვს შორენასთან, რომელიც ოპოზიციური პარტის მდივან-მემანქანეა. საყვარლების სასტუმრო ოთახში მოულოდნელად გვამს აღმოაჩენენ. მინისტრი პანიკაშია, მისი პოლიტიკური კარიერა საფრთხის წინაშე დგება. ვინ უშველის მას? ვინ აიღებს თავის თავზე მთელს პასუხისმგებლობას? რა თქმა უნდა მისი მოადგილე გრიშა.
წელი: 2008
რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
როლებში: ნიკა გომელაური, სანდრო მარგალიტაშვილი, კახა მიქიაშვილი, ცისია მეტრეველი, სლავა ნათენაძე, ჯაბა კილაძე, ლარისა რეშეტკო, მამუკა მუმლაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, თიკო კორძაძე, ვანო ქურასბედიანი, ოთარ კოვზირიძე
სტუდია:
_______________________________________________________________________________________________________________________უშენოდ მგონი მოვკვდები/HD

ფილმი პარალელური მონტაჟით, მოგვითხრობს ორი თბილისელი ახალგაზრდა ყმაწვილის, სუსხიანი ზამთრის, ერთი დღის ამბავს. ზაზა მწერალია, მამუკა კრიმინალი. ისინი ერთმანათს არ იცნობენ.ერთს შურისძიების წყურვილი ამოძრავებს, მეორეს - სასიყვარულო, რაინდული გრძნობები... ორივე ცდება რადგან მათი ამბიციური გადაწყვეტილებები ბედთან თამაშს ჰგავს.. .გადაიკვეთება თუ არა მათი გზები?...
წელი: 2011
რეჟისორი: ლევან თუთბერიძე
როლებში: გიორგი ზანგური, ირაკლი სანაია, ია სუხიტაშვილი, შორენა ბეგაშვილი, მიშა გომიაშვილი, ლევან ხურცია, კახა კინწურაშვილი
სტუდია:
_______________________________________________________________________________________________________________________ყველაფერი კარგად იქნება/HD

საქართველოს დეზინფექციის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის (საიდუმლო) დავალებით მიემგზავრება ინდოეთში, ქეთევან დედოფლის საფლავის მოსაძებნად. მას უთვალთვალებენ რუსეთის და სომხეთის სპეცსამსახურების აგენტები
წელი: 2011
რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
როლებში:ნიკო გომელაური, სანდრო მარგალიტაშვილი, შორენა ბეგაშვილი, ირაკლი აფაქიძე, გოგა ბარბაქაძე, ლარისა რეშეტკო, აპოლონ კუბლაშვილი, ქეთა ლორთქიფანიძე, კახა მიქიაშვილი
სტუდია:
_______________________________________________________________________________________________________________________კომპლექსი/HD

ეს არის თბილისში მცხოვრები ტიპიური ქართველი ბიჭის ერთი უიღბლო დღის ისტორია. მთავარი გმირი გაწამებულია უამრავი პრობლემებითა და კომპლექსებით, რაც ცხოვრების აზრსა და სურვილს უკარგავს. რაც უფრო ღრმად ეფლობა იგი დეპრესიაში მით უფრო უსარგებლო და ნაღვლიანი ხდება მისი ცხოვრება, რასაც საბოლოოდ იგი ფატალურ გადაწყვეტილებამდე მიჰყავს. პრიზები: ნიუ-იორკის საერთაშორისო დამოუკიდებელი ფილმებისა და ვიდეოს ფესტივალი - საუკეთესო სცენარი (2005) თბილისის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი "სესილი" - საუკეთესო ჯგუფი (2006)
წელი: 2005
რეჟისორი: კოტე თაყაიშვილი
როლებში: დავით სალაძე, ქეთა კირტავა, ნუცა კუხიანიძე, გუკა რჩეულიშვილი
სტუდია: სანგუკო
_______________________________________________________________________________________________________________________გრაფიტი/Graffiti /HD

ხულიო კორტასარის მოთხრობის "გრაფიტის" მიხედვით. დიქტატურის და ტერორის წიაღში აღმოცენებულ ნაზ გრძნობას წყვილი უჩვეულოდ, გრაფიტის მეშვეობით გამოხატავს. პრიზები: სმოლენსკის საერთაშორისო კინოფესტივალი (რუსეთი) - "საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი" (2006) კოტბუს საერთაშორისო კინოფესტივალი (გერმანია) - ჟიურის სპეციალური პრიზი (2006) რეგინსბურგის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ახალგაზრდული კვირეული (2006) - ჟიურის სპეციალური პრიზი ფესტივალი "ლიტერატურა და კინო" (რუსეთი) - ჟიურის პრიზი (2007) კინოფესტივალი აი აი (საფრანგეთი) - სპეციალური პრიზი; მეორე ადგილი (2007) მონპელიეს კინოფესტივალი (საფრანგეთი) - გრანპრი (2007) საერთაშორისო კინოფესტივალი, პოიტერი (საფრანგეთი) - ფრანგ კრიტიკოსთა აღმოჩენა (2007)
წელი: 2006
რეჟისორი: ვანო ბურდული
როლებში: გიორგი ნაკაშიძე, ნანკა კალატოზიშვილი, ზურა გეწაძე
სტუდია: სანგუკო
_______________________________________________________________________________________________________________________ომი და ქორწილი/HD

ფილმის სიუჟეტი აგვისტოს ომის პარალელურად ვითარდება. ფილმში 92 მონაწილეა დაკავებული. მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები: აკაკი ხიდაშელი, გივი ჩუგუაშვილი, ლადო მექვაბიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, გია მუჯირი, დუტა სხირტლაძე, ვახო კანდელაკი და სხვები. მეფე-დედოფალს კი როლანდ ოქროპირიძე და ელენე კოლელიშვილი ასახიერებენ. ფილმის ოპერატორია მინდია ერაძე, დამდგმელი მხატვარი - მალხაზ კუხაშვილი, სცენარისტი - პაატა ბერიკაშვილი, დიალოგების ავტორები არიან ნანა ჭავჭანიძე და ნათია გოგოჭური, ფილმის პროდიუსერია თენგო თხილავა. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე. მოხდა გაზეთში გამოქვეყნებული წერილის წაკითხვა რის მიხედვითაც შექმნილია სცენარი.
წელი: 2010
რეჟისორი: ზაზა კოლელიშვილი
როლებში:როლანდ ოქროპირიძე, ელენე კოლელიშვილი, აკაკი ხიდაშელი, გივი ჩუგუაშვილი, ლადო მექვაბიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, გია მუჯირი, დუტა სხირტლაძე, ვახო კანდელაკი...
სტუდია:
_______________________________________________________________________________________________________________________მაიტა ნასოსი/HD

ახალ ქართულ კომედიას იღებენ ორიგინალური სახელწოდებით - „მაიტა ნასოსი“. გია კაჭარავა მიიჩნევს, რომ სვანური იუმორი განუმეორებელია და ფილმში მისი წარმოჩენა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. „მაიტა ნასოსის“ გადაღებები სვანეთსა და ბათუმში მიმდინარეობდა. მასში ცნობილ მსახიობებთან, გივი ბერიკაშვილთან, კახი კავსაძესთან, სოსო ჯაჭვლიანთან და გურამ ფირცხალავასთან ერთად დამწყები მსახიობებიც მონაწილეობენ. სვანურ კომედიას მაყურებელი რამდენიმე თვეში ნახავს.
წელი: 2010
რეჟისორი: გია კაჭარავა და სოსო ჯაჭვლიანი
როლებში:
სტუდია:
_______________________________________________________________________________________________________________________ქუჩის დღეები/HD

ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას. კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის, 16 წლის ბიჭის ჩაშვებას ითხოვენ. თუ იგი დათანხმდება, პოლიციელები მას წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ. თუ უარს ეტყვის, მას 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება.
წელი: 2010
რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი
როლებში: გუგა კოტეტიშვილი, რუსუდან რამიშვილი, ზაზა სალია, გიორგი ყიფშიძე, ზურა ბეგალიშვილი, ლეო ანთაძე, თემო გოგიძე, ზურა შარია, ლია გუდაძე, ნინო კაკაბაძე, ირაკლი ლოლაძე, სანდრო მინდიაშვილი, ზუკა ოქროპირიძე, ზაზა კოლელიშვილი, გაგა ჩიხლაძე
სტუდია: Moving Pictures, Independent Film Project
_______________________________________________________________________________________________________________________